საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
ორშაბათი, 25 მაისი, 2020 - 10:33

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge -ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 731 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 526-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326.

მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობის პერიოდს?

ექსკლუზივი