ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ტესტების პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია - ნიკოლ ფაშინიანი
ორშაბათი, 08 ივნისი, 2020 - 14:28

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი ოჯახის წევრების განმეორებითი ტესტის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა.

„ძვირფასო თანამემამულენო, ახლა მივიღეთ ჩვენი ოჯახის წევრების განმეორებითი ტესტის პასუხები. ყველას პასუხი უარყოფითია. უარყოფითი პასუხები იყო გუშინაც. რა თქმა უნდა, ჩვენი ინფიცირების ვადები და პირობები უნდა გადაიხედოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ ყველანი გამოვჯანმრთელდით და იმუნიტეტი გვაქვს. დიდი მადლობა თანადგომისთვის, სამსახურს ვუბრუნდები“,- წერს ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირველ ივნისს განაცხადა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მუშაობის პერიოდს?

ექსკლუზივი