"საქართველოსთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის გამარტივება ჯერ შეუძლებელია"
ხუთშაბათი, 21 მაისი, 2015 - 11:26

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის გამარტივება ჯერ შეუძლებელია.

ამის შესახებ მან რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

„საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივება ჯერ შესაძლებელი არაა. სავიზო რეჟიმის გამარტივება მხოლოდ ყველა პირობის შესრულების შემთხვევაშია შესაძლებელი. ევროკომისიამ წარმოადგინა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ უკრაინამ და საქართველომ ამ საკითხში საკმაო ძალისხმევა გამოიჩინეს, თუმცა ეს ბოლომდე საკმარისი არ არის იმისათვის, რომ საბოლოოდ სიტუაცია გაუმჯობესდეს“, - განაცხადა მერკელმა.

 

თეონა ტორჩინავა

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები