file not saved წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს » ახალი ამბების სააგენტო

წითელ ხიდზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
შაბათი, 25 ივლისი, 2020 - 22:25

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  წითელი ხიდის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

„შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ბ.ჯ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 7 324,37 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ვერცხლის (3,300 კგ.) ნაკეთობები გამოავლინეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები