file not saved ბათუმში მდებარე „რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა » ახალი ამბების სააგენტო

ბათუმში მდებარე „რვაფეხას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ორშაბათი, 27 ივლისი, 2020 - 16:55

ბათუმის სავიზიტო ბარათს – „რვაფეხას“, რომელიც ფონდი „ქართუს“ მიერ აღდგა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს დასრულდა.

„კაფე „ფანტაზიას“ („რვაფეხას“) მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ მიერ 2017-2019 წლებში განხორციელდა. 2000 წლიდან ნაგებობა ძლიერი დაზიანების გამო არ ფუნქციონირებდა.

ნაგებობას შეუნარჩუნდა ძველი იერსახე, მოპირკეთდა მოზაიკით, მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა შადრევანი და მოეწყო მისასვლელი ბილიკები.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა. მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

მსგავსი სიახლეები