file not saved საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება - ეკატერინე ტიკარაძე » ახალი ამბების სააგენტო

საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება - ეკატერინე ტიკარაძე
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2020 - 12:00

სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის უწყებასთან.

„სკოლებთან და ბაღებთან დაკავშირებით თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება.

„იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია, ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორი ვითარებითა და სისტემით განახლდება საქართველოში სწავლა ბაღებსა და სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები