file not saved საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა » ახალი ამბების სააგენტო

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
პარასკევი, 31 ივლისი, 2020 - 10:00

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 940-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6596 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები