file not saved კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ბათუმში დაფიქსირდა » ახალი ამბების სააგენტო

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ბათუმში დაფიქსირდა
პარასკევი, 31 ივლისი, 2020 - 11:27

საქართველოში კორონავირუსის დღეს დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ოთხი ბათუმში გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ინფიცირებული თურქეთის მოქალაქეა, ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან; ერთი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში ბანგლადეშიდან ჩამოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა; ასევე ინფიცირებულია კარანტინში მყოფი ერთი არასრულწლოვანი.

თურქეთის ორივე მოქალაქემ საქართველო უკვე დატოვა, ისინი თურქეთის კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას. არასრულწლოვანი პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ერთი ინფიცირებული კი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები