file not saved აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა » ახალი ამბების სააგენტო

აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა
პარასკევი, 31 ივლისი, 2020 - 11:45

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გახადა.

მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

„ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, ის არის გამორჩეული პროფესიონალი და იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენი მთავრობისთვის“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

ნინო ნიჟარაძე მანამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მინისტრის ცვლილების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მოქმედი მინისტრი ზაალ მიქელაძე ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები