file not saved მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან 225 მოქალაქე გამოიყვანეს » ახალი ამბების სააგენტო

მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან 225 მოქალაქე გამოიყვანეს
პარასკევი, 31 ივლისი, 2020 - 12:00

რაჭაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობას განაგრძობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

„პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

 

მსგავსი სიახლეები