file not saved დღეს ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება » ახალი ამბების სააგენტო

დღეს ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2020 - 08:59

ოზურგეთში დღეს ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნება. ქართველი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებლის იუბილე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დრამატული თეატრის თაღებში 19:00 საათზე აღინიშნება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ქართულ ტრადიციულ სიმღერებს შეასრულებენ ანსამბლები: „რუსთავი“, „ბასიანი“, „რიჰო“, „შილდა“, გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდი. ტრიოები: „შალვა ჩემო“, „შემოქმედი“ და „ხელხვავი“. იუბილეზე გამოიფინება ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

მსგავსი სიახლეები