file not saved მესტიის მუნიციპალიტეტში შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს » ახალი ამბების სააგენტო

მესტიის მუნიციპალიტეტში შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2020 - 13:54

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მესტიაში, სადაც კორონავირუსის 17 შემთხვევა დაფიქსირდა, გარკვეული რეგულაციების დაწესება იგეგმება.

მინისტრის განმარტებით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

„გადაუდებელი დახმარების და ეპიდემიოლოგიური სამსახურები მობილიზებულია სრულად. ადგილზე იმყოფება ხუთი ბრიგადა, რომელიც დეტალურად აწარმოებს კვლევებს. მე დღეს მაქვს საბჭოში შეხვედრა და მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედებების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს განვახორციელებთ. რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში. დანარჩენ რიცხვებს ჩვენ ჩავშლით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, არსებული მონაცემები არ იძლევა საფუძველს, რომ ზომების გამკაცრება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდეს.

„კვლავ გვექნება უფრო გაფართოებული მიზნობრივი ტესტირება და მივყვებით კონკრეტულ სტრატეგიულ გეგმას“, – დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები