file not saved ყიჟინა, რომ ოპოზიცია დაიშალა, აბსოლუტურად ტყუილია - ნინო ბურჯანაძე » ახალი ამბების სააგენტო

ყიჟინა, რომ ოპოზიცია დაიშალა, აბსოლუტურად ტყუილია - ნინო ბურჯანაძე
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2020 - 11:33

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხაცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღევანდელ შეხვედრას ოპოზიციის ყველა ლიდერი ვერ ესწრება, მაგრამ ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ისინი საქმის კურსში არიან.

მისივე თქმით, ყიჟინა, რომ ოპოზიცია დაიშალა, დახოცეს ერთმანეთი, ტყუილია.

„ხელისუფლება შეეცდება, მაქსიმალურად ყველა დეტალს გამოედევნოს, მაგრამ ყველა ჩვენგანს ტელეფონის ჩატში იმ ოპოზიციის ლიდერების მონაწერები გვაქვს, რომლებიც ვერ ესწრებიან დღეს შეხვედრას, თუმცა დღევანდელ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ისინი საქმის კურსში არიან. ძირითად საკითხზე, რაც დეკლარაციას ეხება, ასევე მათი მხრიდან თანხმობა არის. ასე რომ, ის ყიჟინა, რასაც ხელისუფლება სცემს, ოპოზიცია დაიშალა, დახოცეს ერთმანეთი, ვერაფერი მოილაპარაკეს, აბსოლუტურად ტყუილია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები