file not saved ფარმაცევტული კომპანია Ferring Pharmaceuticals საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებით დაინტერესდა » ახალი ამბების სააგენტო

ფარმაცევტული კომპანია Ferring Pharmaceuticals საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებით დაინტერესდა
სამშაბათი, 18 აგვისტო, 2020 - 11:52

საქართველოში მსხვილი ევროპული ფარმაცევტული კომპანია Ferring Pharmaceuticals- ი განსაკუთრებით დაინტერესებულია მიკრობიოლოგიითა და ფაგებით. კომპანიაში დადებითად აფასებენ საქართველოში არსებული ეკონომიკურ ვითარებას და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფარმაცევტული კომპანიის Ferring Pharmaceuticals- ის პრეზიდენტ პერ ფალკთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაიშეხვედრა უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა.

„საქართველოს ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას და ტემპებით ბევრ ქვეყანას ვასწრებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მოვიზიდოთ უცხოური ინვესტორები,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა თავის სამშობლოში და მსოფლიოში აღნიშნული პროფილის 50 უმსხვილესი კორპორაციათა შორისაა.

„ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა Ferring Pharmaceuticals- მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნესსაქმიანობის დაწყება საქართველოში,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად, უცხოური ინვესტიციების პროაქტიული მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები 400- ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან საქართველოში მათი ბიზნესაქტივობის დაწყების ან გაფართოების მიზნით.

მსგავსი სიახლეები