file not saved მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანული „ბიფას“ დაჯილდოების ნომინანტად დაასახელეს » ახალი ამბების სააგენტო

მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანული „ბიფას“ დაჯილდოების ნომინანტად დაასახელეს
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი, 2020 - 17:34

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტია. მერაბ ნინიძე ნომინირებულია მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში The Courier.

მერაბ ნინიძე ახალ ფილმში „შერლოკისა“ და „იმიტაციის თამაშის“ ვარსკვლავთან, ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად თამაშობს. რეჟისორ დომენიკ კუკის ფილმი The Courier მაყურებლისთვის ასევე ცნობილია სათაურით Ironbark.

როგორც გამოცემა Variety წერს, სულ არის 17 ნომინაცია და ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების გამარჯვებულები 2021 წლის თებერვალში დასახელდებიან. პრემია „ბიფა“ 1998 წლიდან გაიცემა.

მსგავსი სიახლეები