file not saved საქართველოში არის დადებითი დინამიკა, მოგიწოდებთ, დაიცვათ ყველა ზომა - ჰანს კლუგე » ახალი ამბების სააგენტო

საქართველოში არის დადებითი დინამიკა, მოგიწოდებთ, დაიცვათ ყველა ზომა - ჰანს კლუგე
შაბათი, 19 დეკემბერი, 2020 - 13:20

გვირაბის ბოლოს არის სინათლე, მაგრამ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის მაინც საჭიროა მოსახლეობის აცრა, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ეპიდემილოგიური თვალსაზრისით დადებითი დინამიკაა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმის ადვოკატირებას აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს მოზიდული ექიმის პროფესიაში. ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, რომ ახალგაზრდებისთვის ექიმის პროფესია იყოს მიმზიდველი. გვყავდეს მეტი მედდა, მეტი ექიმი და მეტი სამედიცინო მუშაკი. გარდა ამისა, არის დადებითი დინამიკა თქვენს ქვეყანაში, მაგრამ მაინც საბოლოო მიზნამდე არ ვართ მისული, ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ ყველა ზომა“, – განაცხადა კლუგემ.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინები ექსტრემალურ სიტუაციაში შემუშავდა, ვინიადან ვაქცინის შემუსავებას 5-10 წელი სჭირდება.

„კარგი ვაქცინის შემუშავებას სჭირდება 5-10 წელი. ახლა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში ჩვენ შევიმუშავეთ ვაქცინები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვაქცინები იყოს ეფექტური. გვირაბის ბოლოს არის სინათლე, მაგრამ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის მაინც საჭიროა მოსახლეობის აცრა. ამასთან, უნდა იყოს დაცული ყველა ზომა, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ“, – განაცხადა კლუგემ.

მსგავსი სიახლეები