file not saved კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის „ბრიტანული“ და „სამხრეთ აფრიკული“ შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია » ახალი ამბების სააგენტო

კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის „ბრიტანული“ და „სამხრეთ აფრიკული“ შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია
პარასკევი, 08 იანვარი, 2021 - 14:20

ამერიკულ კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა „კოვიდ-19“-ის „ბრიტანული“ და „სამხრეთ აფრიკული“ შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია.

ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცლებს.

მკვლევრებმა შეისწავლეს „ფაიზერისა“ და გერმანული კომპანია „ბიოენტექის“ ვაქცინით აცრილი 20 ადამიანის სისხლის ნიმუში. აღმოჩნდა, ამ ადამიანების სისხლში გამომუშავებულმა ანტისხეულებმა, ლაბორატორიაში წარმატებულად გაუწიეს წინააღმდეგობა „კოვიდ-19“-ის ორ ახალ შტამს.

„ფაიზერში“ განაცხადეს, რომ კვლევის შედეგები დამაიმედებელია და როგორც ჩანს, „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტი მათ ვაქცინას პრობლემას არ უქმნის.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს არაერთ ქვეყენაში გავრცელდა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ვირუსის ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა მისგან გამოწვეული დაავადების სიმძიმე არ შეცვლილა.

მსგავსი სიახლეები