პანდემიის გამო, ნათლისღების დღესასწაულზე ბათუმში ზღვაში განბანვის ტრადიციული რიტუალი არ შესრულდება
ორშაბათი, 18 იანვარი, 2021 - 11:53

პანდემიის გამო, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ნათლისღების დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება. წელს არ ჩატარდება ზღვაში შთაფლვის ტრადიციული რიტუალი.

„18 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვა. 19 იანვარს 09:00 საათზე კი ნათლისღების სადღესასწაულო წირვა, წყალკურთხევა (დიდი აიაზმა). პანდემიიდან გამომდინარე წელს ზღვაში შესვლის ტრადიცია არ შესრულდება“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

ტრადიციულად, ნათლისღების ღამეს, ბათუმში ზღვის წყლის კურთხევის შემდეგ, მრევლი განბანვის რიტუალს სწორედ ზღვაში ასრულებდა.

მსგავსი სიახლეები