სხვადასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნა განიხილება, გეგმა იქნება ორ-სამ დღეში - ამირან გამყრელიძე
ორშაბათი, 18 იანვარი, 2021 - 13:22

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა ტიპის ბიზნესის ეტაპობრივი გახსნა განიხილება.

თუმცა, მისივე თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის ფონზე უნდა მოხდეს.

ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ტიპის ბიზნესის გახსნის გეგმა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„განიხილება ეტაპობრივი გახსნა სხვადასხვა ტიპის ბიზნესის, მკაცრი ეპიდსიტუაციის მონიტორინგის ფონზე. ვერ გეტყვით დღეს, სხვადასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა იქნება მალე, სულ ორ-სამ დღეში, ოღონდ, ეპიდსიტუაციის მკაცრი მონიტორინგის ფონზე, რადგან ვხედავთ, რაც ხდება ევროპაში, პირიქით, იკეტება ყველგან, რადგან მესამე ტალღის საშიშროებაა“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები