დაკარგული 24 ადამიანიდან 14 უვნებელი დაბრუნდა
ორშაბათი, 15 ივნისი, 2015 - 14:18

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, დაკარგულთა რაოდენობა 24-დან 10-მდე შემცირდა.

როგორც „ვექტორს“ გიორგობიანმა განუცხადა, ამ დროისთვის დანარჩენი 10 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„24 ადამიანი იყო დაკარგული. აქედან, 14 ადამიანი გამოჩნდა. ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებოდნენ ამ ადამიანებს და შეშფოთებულები იყვნენ. ამ დროისთვის 10 ადამიანი ითვლება დაკარგულად“, - აცხადებს გიორგობიანი.

 

ბესო კუნელაური

ArtMedia.ge

მსგავსი სიახლეები