file not saved "ჟურნალისტების აქცია რუსეთის მაპროვოცირებელი არ ყოფილა, სამოქალაქო აქტივობა დადებითად მოქმედებს" » ახალი ამბების სააგენტო

"ჟურნალისტების აქცია რუსეთის მაპროვოცირებელი არ ყოფილა, სამოქალაქო აქტივობა დადებითად მოქმედებს"
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2015 - 19:05

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ახალგორის სოფელ ორჭოსანთან რუსული მხარის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის ფაქტს უარყოფითად აფასებს.

როგორც მან „ვექტორთან“ საუბრისას  განაცხადა, მთავრობას არ გააჩნია ძალსმიერი რეაგირების შესაძლებლობა და რომც გააჩნდეს მიზანშეუწონელი იქნებოდა.

"საერთაშორისო ზეწოლის ბერკეტები და სამოქალაქო აქტივობა - ვფიქრობ, ეს ორი რამ კარგად იმოქმედებს, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა არ უნდა იწვევდეს მტრის პროვოცირებას. ვფიქრობ, გუშინდელი ჟურნალისტების აქცია არ შეუწყობს რუსული მხარის პროვოცირებას ხელს. არავინ არავის არ უვარება ცხინვალში და ჩვენც არ უნდა შემოგვივარდნენ გორში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

თამთა ქარქაშაძე

მსგავსი სიახლეები