ახალი ამბები - Veqtori - ვექტორი

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ - პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში - თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.

ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.

მინისტრი, თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.

საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესია იწყება - მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარსდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის, კომიტეტებისა და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ.

გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები, აივინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.

აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

4 ნოემბრიდან კი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასოა.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკო-ს ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს.

„წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მომართა.

სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკო-ს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი – 29 277 -ჯერ.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე.

საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა 4-მა პარტიამ და ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, მონაცემების გადამოწმებისა და სიების სრულყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. არჩევნები საერთო საქმეა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს - შარლ მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიშელი აღნიშნავს, ზურაბიშვილთან შეხვედრა საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში შედგა.

„შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში. როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმაოს თავისი რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველია. საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მხოლოდ საქართველოში ქართველი ხალხმა“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა
დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე იძლევა შესაძლებლობას გაანადგუროს მითები ამ აშლილობის ირგვლივ. მეტი ცოდნით, მშობლებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი თერაპიებით, რომლებიც ეხმარება აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ისწავლონ ახალი უნარები და გამოიყენონ თავიანთი ნიჭი, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს უფრო ინკლუზიურ საზოგადოების ჩამოყალიბებას.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. ეს არის გლობალური ჯანდაცვის ღონისძიება, რომელიც ფოკუსირებულია აუტისტი ადამიანების მიღებაზე, მხარდაჭერასა და მათი უფლებების დაცვაზე.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი სახელმწიფო კლინიკა აშენდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.

„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები; ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა; მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. პირადად მინისტრის კოორდინაციით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს. საპროექტო სამუშაოების შესყიდვები მსოფლიო ბანკის პროცედურების სრული დაცვით განხორციელდება, რაც საერთაშორისო კომპანიებს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კლინიკურ აქტივობებში მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულიად დაცული იქნება. თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური.

გუშინდელი განგაშის შემდეგ, ბათუმის სკოლებში დღეს მოსწავლეების მცირე ნაწილი მივიდა
ბათუმის სავაჭრო ცენტრებში გამოცხადებული განგაშის გამო, საჯარო და კერძო სკოლებში დილას მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი გამოცხადდა. მშობლებმა ბავშვები სასწავლო დაწესებულებებში არ გაუშვეს, თუმცა სკოლებში სწავლა არ შეჩერებულა.

"მოგეხსენებათ, რომ მშობლების მხრიდან იყო პანიკა, გვწერდნენ პედაგოგებს, დამრიგებლებს. ჩვენ ყველას ვუთხარით, რომ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არა გვაქვს, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტი იყო, შეეძლოთ გამოეშვათ ბავშვები. იმიტომ, რომ ჩვენ, პედაგოგები სკოლაში ვართ, გამოვცხადდით და იმ კლასებში, სადაც გვყავდა ბავშვები, ჩვეულებრივად წარიმართა საგაკვეთილო პროცესი," - ამბობს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

დილიდან განაახლეს მუშაობა სავაჭრო ცენტრებმაც, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო გუშინ ხალხის ევაკუაციაც გახდა საჭირო. იქ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცველები და კინოლოგები.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განაცხადა, სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. უწყების თქმით, შეტყობინება ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად იყო მითითებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ნომერი.

მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს.

წყარო: მთავარი არხი

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შემოსულა - კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც ზოგიერთი მედიასაშუალების წარმომადგენლებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ.

ამის შესახებ მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის მერიაში არანაირი საგამოძიებო უწყება არ შესულა.

„რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, დედაქალაქის მერიაში შესული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ა.შ. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. კეთილი ინებეთ და საზოგადოებას მოუხადეთ ბოდიში, რომ ცრუ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. რაც შეეხება წერეთლის გამზირს, სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, დღე და ღამის განმავლობაში. ასფალტის საფარი ქვედა ფენებში უკვე დაგებულია. შემდეგი სამუშაოები იქნება ტროტუარის მოწესრიგება, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა და შესაბამის ნიშნულზე მოყვანა, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ბოლო ფენა დაიგება. როგორც საზოგადოებას დავპირდით, იანვრის ბოლოს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება და გამზირზე გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე - გამორიცხავს თუ არა, რომ აღნიშნული პროექტით საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თბილისის მერი პასუხობს, რომ პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია ღიაა და მუნიციპალიტეტის მერიას დასამალი არაფერი აქვს.

„თუ ვინმე დაინტერესდება, ყველას გავცემთ პასუხს. დასამალი არაფერია, ყველა ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი მიღება. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია. ასე რომ, პრობლემა და დასამალი ნამდვილად არაფერია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.