განათლების ვექტორი - Veqtori - ვექტორი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიძემ ალექსანდრე წულაძე დღეს, 2 ოქტომბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

დღემდე ალექსანდრე წულაძე ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ბატონ გიორგი ამილახვარს ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით, ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ბიოგრაფიული მონაცემები:

“ალექსანდრე წულაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და რომის „ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხს.

“ალექსანდრე წულაძე 2010 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მოპოვებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის გრძელვადიანი კვლევითი სტიპენდია (ნიუ იორკი, აშშ), მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტისა (ჰამბურგი, გერმანია) და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტები. არის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების მიმართულებით მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და სტატიების ავტორი, ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.

“ის 2019- 2023 წწ. იკავებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას, ხოლო, 2023 წლის 28 დეკემბრიდან, 2024 წლის 31 ივლისამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას”.

წყარო: edu.aris.ge

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის ჩასაბარებელი ტესტები 2001 წლიდან მხოლოდ 4-ჯერ განახლდა - აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამედიცინო პერსონალის სათანადო კვალიფიკაციისა და საკმარისი რაოდენობის უზრუნველსაყოფად დანერგილი მექანიზმებისა და გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის ფარგლებში უწყებამ შეისწავლა სამედიცინო პერსონალის საჭიროების განსაზღვრა და რეგიონალური მოცვა, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება და სერტიფიცირება, უწყვეტი სამედიცინო განათლება,სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის წარმოება და დაინტერესებული მხარეების კოორდინაცია.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, დღეს სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები შეიცავს რიგ ნაკლოვანებებს:

დოკუმენტში აღნიშნულია,რომ საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების დამტკიცებისა და შესყიდვის პროცესში არ ხორციელდება ხარისხობრივი ნაწილის შესწავლა და მონიტორინგის პროცესი მოიცავს მხოლოდ ტექნიკური მხარის შემოწმებას.

ასევე საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო ტესტების განახლებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ტესტების უმეტესობა 2001 წლიდან განახლებულია მხოლოდ 4-ჯერ, ხოლო გარკვეული სპეციალობების ფარგლებში არ შესულა ცვლილებები;

„საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის, გამოცდის მონაწილემ კი უნდა დააგროვოს სწორი პასუხების, მინიმუმ, 75.5% იმისთვის, რომ გამოცდა ჩაითვალოს ჩაბარებულად. ამასთანავე, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება მხოლოდ ტესტებით, სადაც მითითებულია ოთხი სავარაუდო პასუხი და არ ხდება გამოსაცდელის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასება; გამოკითხული სპეციალობის მაძიებლების 46% მიუთითებს, რომ დიპლომისშემდგომი სწავლების მეთოდები არარელევანტურია მომავალი საექიმო საქმიანობისათვის სათანადო ცოდნის მისაღებად, ხოლო 44%-ის აზრით, მიღებული ცოდნა არასაკმარისია პაციენტებთან დამოუკიდებელი მომსახურების გაწევისათვის“, - წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის მიგნებითვე 2014-2019 წლებში დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამების განამახორციელებელმა სასწავლო დაწესებულებებმა, ჯამში − 343 აკრედიტებული პროგრამიდან, 17%-ის შემთხვევაში ნაწილობრივ, ხოლო 65%-ის შემთხვევაში, არ წარმოადგინეს ყოველწლიური თვითშეფასების ანგარიშები. რეგულირების სააგენტოს აღნიშნული სასწავლებლები არ შეუმოწმებია.

მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეეძლებათ
დუბაიში 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტი იმართება, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი პირველ მოადგილესთან ერთად მონაწილეობს.

როგორც განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სტუდენტებსა და საგანმანათლებლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს საქართველოდან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც შეეძლებათ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების განათლების მინისტრ აჰმედ ბელჰოულ ალ ფალასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გიორგი ამილახვარმა და მასპინძელი ქვეყნის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განათლების სხვადასხვა საფეხურისა და მეცნიერების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.

„დოკუმენტის თანახმად, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ვიზიტების ორგანიზებას, ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და პროფესორ-მასწავლებლებისთვის, ტრენერებისთვის, ექსპერტებისთვის და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განხორციელებას“, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გუშინდელი განგაშის შემდეგ, ბათუმის სკოლებში დღეს მოსწავლეების მცირე ნაწილი მივიდა
ბათუმის სავაჭრო ცენტრებში გამოცხადებული განგაშის გამო, საჯარო და კერძო სკოლებში დილას მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილი გამოცხადდა. მშობლებმა ბავშვები სასწავლო დაწესებულებებში არ გაუშვეს, თუმცა სკოლებში სწავლა არ შეჩერებულა.

"მოგეხსენებათ, რომ მშობლების მხრიდან იყო პანიკა, გვწერდნენ პედაგოგებს, დამრიგებლებს. ჩვენ ყველას ვუთხარით, რომ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არა გვაქვს, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტი იყო, შეეძლოთ გამოეშვათ ბავშვები. იმიტომ, რომ ჩვენ, პედაგოგები სკოლაში ვართ, გამოვცხადდით და იმ კლასებში, სადაც გვყავდა ბავშვები, ჩვეულებრივად წარიმართა საგაკვეთილო პროცესი," - ამბობს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი.

დილიდან განაახლეს მუშაობა სავაჭრო ცენტრებმაც, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო გუშინ ხალხის ევაკუაციაც გახდა საჭირო. იქ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცველები და კინოლოგები.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განაცხადა, სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. უწყების თქმით, შეტყობინება ქვეყნის ფარგლებს გარედან განხორციელდა და მიზანმიმართულად იყო მითითებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის ნომერი.

მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს.

წყარო: მთავარი არხი