ჯანდაცვა - Veqtori - ვექტორი

სამედიცინო დაწესებულებებს დავალიანებების ნაწილი ჩამოეწერებათ - დადგენილება
საქართველოს მთავრობამ 2020-2023 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა.

დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რა პირობებით ჩამოეწერებათ კლინიკებს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები. დადგენილების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები ჯარიმის 75 პროცენტისგან გათავისუფლდებიან, თუ დავალიანების 25 პროცენტს დაფარავენ და საკითხთან დაკავშირებით არსებულ დავებს შეწყვეტენ.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, კლინიკა ჯარიმისგან ნაწილობრივ გათავისუფლდება, თუ პირველი ივნისიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეში:

ა) აანაზღაურებს უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელი თანხის, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის 25%-ს ან მიმწოდებელი და განმახორციელებელი შეთანხმდებიან აღნიშნული ვალდებულების არაუმეტეს 12 თვის ვადაში განაწილვადებით შესრულების პირობებზე;

ბ) შეწყვეტს სახელმწიფო პროგრამების 22-ე მუხლის შესაბამისად საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნების, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრების საფუძველზე ან/და მათთან დაკავშირებით განმახორციელებელთან ან პროგრამის ადმინისტრირების ორგანოსთან მიმდინარე ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებას ან/და სასამართლო დავას.

დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პირველ მაისს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კლინიკების ჯამური დავალიანება დაახლოებით 26 მილიონი ლარია.

საქართველოში ყველაზე მეტად ჯანდაცვა გაძვირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4%.

საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 7%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43%-ით აისახა. მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი - 18.2%;
ბოსტნეული და ბაღჩეული - 16.5%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 15.7%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 11%;
პური და პურპროდუქტები - 8.3%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 8%;
თევზეული - 6.1%;
რძე, ყველი და კვერცხი - 5.5%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 0.7%.
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე -8.3%.

რაც შეეხება ჯგუფებს, წინა წელთან შედარებთ, ყველაზე მეტად ჯანდაცვა გაძვირდა, გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 9.5%, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 8.9% და საავადმყოფოების მომსახურების - 7.6% ფასები.

ჯანმრთელობის დაცვა - 9.2%;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 7%;
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.1%;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6.1%;
განათლება - 4.9%;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 3.3%;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 1.1%;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.3%;
დასვენება, გართობა და კულტურა - 0.1%;
ფასები შემცირებულია შემდეგ ჯგუფებზე: საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 2.7%-ით; ტრანსპორტი 2.2%-ით და კავშირგაბმულობა 12.4%-ით.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ - პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში - თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.

ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.

მინისტრი, თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.

საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

3 თებერვალი - ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე
იცოდით, რომ ყოველწიურად, 3 თებერვალს, ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება?!

ეს დღე მედიცინაში ქალების მიღწევების აღიარებასა და ჯანდაცვის ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ეძღვნება და გვახსენბს ექიმი ქალების მნიშვნელოვან როლს სამედიცინო სფეროს გაუმჯობესებაში.

მოკლე ისტორია

ამ დღეს თავისი ისტორია აქვს. ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე ემთხვევა ექიმ ელიზაბეტ ბლექველის დაბადების დღეს. ის 1849 წელს გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო სამედიცინო ხარისხი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბლექველის მიღწევამ კი გზა გაუხსნა სხვა ქალებსაც მედიცინის სფეროში წინსვლისთვის.

მნიშვნელობა

დღეს, ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება არა მხოლოდ ბლექველის დაბადების დღისადმი საპატივცემულოდ, არამედ იმ უამრავი ქალის მიღწევების აღსანიშნავადაც, რომლებმაც მას შემდეგ მედიცინის სფეროში წვლილი შეიტანეს.

ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა გავიხსენოთ ექიმ ქალთა გამძლეობა, თავდადება და მიღწევები. ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე ასევე გვახსენებს სამედიცინო სფეროში გენდერული მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

მარიხუანას მოხმარება მკაფიო კვალს ტოვებს ადამიანის დნმ-ზე - კვლევა
კანაფი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული ნარკოტიკია მთელ მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, მის შესახებ ჯერ მაინც ბევრი რამ არ ვიცით. არც ის, რა ეფექტები აქვს მას თავის ტვინზე, მათ შორის, რატომ იწვევს კანაფი ზოგიერთ მომხმარებელში ფსიქოზს.

თუმცა, ლონდონის სამეფო კოლეჯისა და ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულ ახალ კვლევას კიდევ უფრო ახლოს მივყავართ იმ ბიოლოგიური ზემოქმედების გაგებასთან, რასაც მაღალი პოტენციალის კანაფის გამოყენება იწვევს.

აღნიშნული კვლევა აჩვენებს, რომ ძლიერი კანაფი მკაფიო კვალს ტოვებს დნმ-ზე. ასევე დადგინდა, რომ დნმ-ის ეს ცვლილება სხვადასხვა იყო ადამიანებში, რომლებმაც უკვე გამოცადეს ფსიქოზის პირველი ეპიზოდი და ადამიანებში, რომლებსაც ფსიქოზი არასოდეს გამოუცდიათ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ იმის შესწავლა, როგორ ცვლის კანაფის მოხმარება დნმ-ს, შეიძლება დაგვეხმაროს ფსიქოზის განვითარების ყველაზე მაღალი რისკის მქონეთა გამოვლენაში.

THC (დელტა-9_ტეტრაჰიდროკანაბინოლი), კანაფის ის მთავარი ინგრედიენტია, რომელიც ადამიანებს თავს „ამაღლებულად“ აგრძნობინებს. აშშ-სა და ბრიტანეთში მისი რაოდენობა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული იზრდება. მაგალითად, კოლორადოს შტატში, სადაც მარიხუანა ლეგალურია, შესაძლებელია 90-პროცენტიანი THC-ის მქონე კანაფის შეძენა.

მიუხედავად იმისა, რომ THC მხოლოდ ერთ-ერთია კანაფის მცენარეში შემავალ 144-ზე მეტ სხვა ქიმიურ ნივთიერებას შორის, ძირითადად სწორედ ის გამოიყენება კანაფის სიძლიერის შესაფასებლად.

მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია THC-ის კონცენტრაცია, მით უფრო მაღალია ეფექტები მომხმარებელზე. მაგალითად, კვლევით დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ძლიერ კანაფს (10% და მეტი THC) ყოველდღიურად იყენებენ, ფსიქოზური აშლილობის განვითარების ხუთჯერ დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე ისინი, ვინც კანაფს არასოდეს მოიხმარს.

ძლიერი კანაფის ყოველდღიურ მოხმარებასთან დაკავშირებული ფსიქოზური აშლილობა ხშირად სიმპტომების მთელი სპექტრით გამოიხატება. მათ შორის არის სმენითი ჰალუცინაციები (ესმით ხმები, რომლებიც სხვებს არ ესმით), დევნის მოჩვენება (კონსპირაციების სამიზნედ გრძნობა მტკიცებულების გარეშე) და პარანოია (გარემოს მტრულად აღქმა და ურთიერთობების საეჭვოდ ინტრეპრეტირება). ეს ყველაფერი ძლიერ შემაშფოთებელი გამოცდილებაა.

კვლევის მიზანი იყო შეესწავლა ის კვალი, რასაც ამჟამინდელი კანაფი ტოვებს დნმ-ზე. მკვლევრებს ასევე სურდათ გაეგოთ, დამახასიათებელია თუ არა ეს კვალი მხოლოდ ძლიერი კანაფისთვის და შეიძლება თუ არა, რომ ეს დაგვეხმაროს იმ მომხმარებელთა გამოვლენაში, რომლებიც ფსიქოზის განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან.

ამისათვის, მკვლევრებმა შეისწავლეს კანაფის მოხმარების ეფექტები მოლეკულურ პროცესზე, რომელსაც დნმ-ის მეთილირებას უწოდებენ. დნმ-ის მეთილირება არის ქიმიური პროცესი, რომელიც გენების აქტივობას არეგულირებს; ამისათვის ის ახდენს გენების ჩართვა-გამორთვას და აკონტროლებს, როგორ არის გამოხატული გენები თავად დნმ-ის სტრუქტურის ცვლილების გარეშე.

დნმ-ის მეთილირება მხოლოდ ერთი მექანიზმია გენების აქტივობის მარეგულირებელ სხვა მრავალ მექანიზმს შორის და მიეკუთვნება მნიშვნელოვან ბიოლოგიურ პროცესს, რომელსაც ეპიგენეტიკას უწოდებენ. ეპიგენეტიკა ეფუძნება ურთიერთქმედებას ჩვენს გარემოს შორის, ჩვენ მიერ არჩეულ ცხოვრების სტილს (მაგალითად, კანაფის მოხმარებას ან ვარჯიშს) და ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.

მიუხედავად იმისა, რომ წინა კვლევებში შესწავლილია მთელი ცხოვრების განმავლობაში კანაფის მოხმარების გავლენა დნმ-ის მეთილირებაზე, ამ კვლევებში არ შეუსწავლიათ, რა გავლენა აქვს ამ პროცესზე სხვადასხვა სიძლიერის კანაფის რეგულარულ მოხმარებას. არც ის შეუსწავლიათ, რა გავლენას ახდენს ეს ფსიქოზის მქონე ადამიანებზე.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა გააერთიანეს ორი დიდი, პირველი შემთხვევის კვლევა — გენეტიკური და ფსიქოზის კვლევა, რომელიც სამხრეთ ლონდონში ჩატარდა; და EU-GEI კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ ადამიანები ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და ბრაზილიიდან. ორივე კვლევაში შეგროვებული იყო მონაცემები ადამიანთა მიერ ფსიქოზის პირველი ეპიზოდის გამოცდის შესახებ და მონაწილეთა შესახებ, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდათ და წარმოადგენდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.

საერთო ჯამში, შეისწავლეს ფსიქოზის პირველი ეპიზოდის მქონე 239 და 443 ჯანმრთელი მონაწილის მონაცემი. მონაწილეთა დაახლოებით 65 პროცენტი კაცი იყო. მონაწილეების ასაკი 16-72 წლებს შორის მერყეობდა. ყველა მონაწილემ გადმოსცა ინფორმაცია მათ მიერ კანაფის მოხმარების შესახებ. ასევე აიღეს დნმ-ის ნიმუშები მათ სისხლში.

მონაწილეთა დაახლოებით 38 პროცენტი კანაფს კვირაში ერთზე მეტჯერ მოიხმარდა. მომხმარებელთა შორის უმეტესი ძლიერ კანაფს იყენებდა კვირაში ერთზე მეტჯერ და მოხმარება 16 წლის ასაკში ჰქონდათ დაწყებული.

ამის შემდეგ, დნმ-ის მეთილირების ანალიზები მთლიანი გენომის სხვადასხვა ნაწილში ჩატარდა. ანალიზებისას მხედველობაში მიიღეს პოტენციური გავლენა იმ რამდენიმე ბიოლოგიურ და გარემოებით დამაბნეველზე, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს შედეგებზე — მათ შორის ასაკი, გენდერი, ეთნიკურობა, თამბაქოს მოწევა და უჯრედული შემადგენლობა სისხლის თითოეულ ნიმუშში.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ ძლიერი კანაფის მოხმარება დნმ-ის მეთილირებას ცვლის — განსაკუთრებით გენებში, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიასთან და იმუნური სისტემის ფუნქციებთან. თუმცა, ფსიქოზის გამოცდილების მქონე ადამიანებს დნმ-ში ცვლილების სხვანაირი ხელწერა ჰქონდათ.

ეს ეპიგენეტიკური ცვლილებები აჩვენებს, როგორ ცვლის გარე ფაქტორები (მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარება) გენების მუშაობას. ძლიერ მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები ვერ აიხსნებოდა თამბაქოთი, რომელსაც კანაფის მრავალი მომხმარებელი ურევს ე. წ. ჯოინთში და ამას დნმ-ის მეთილირების ცვლილებას უწოდებენ.

შედეგები ასევე წარმოაჩენს ეპიგენეტიკურ ცვლილებებს, როგორც პოტენციურ კავშირს ძლიერ კანაფსა და ფსიქოზს შორის. დნმ-ის მეთილირება, რომელიც ავსებს ნაპრალებს გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს შორის — საკვანძო მექანიზმია, რომელიც გარე გავლენებს (მაგალითად, ნივთიერების მოხმარებას) გენების აქტივობაზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს.

ეპიგენეტიკურ ცვლილებათა შესწავლით, მეცნიერებმა შესაძლოა უკეთესად გაიგონ, როგორ ზემოქმედებს კანაფის მოხმარება, განსაკუთრებით კი მისი ძლიერი ტიპების, ბიოლოგიურ გზებზე. ამან კი თავის მხრივ შეიძლება გვითხრას, რატომ არის კანაფის ზოგიერთი მომხმარებელი ფსიქოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათი ნაშრომი მეცნიერებს დაეხმარება, რათა უკეთესად შეისწავლონ კანაფის მოხმარების გავლენა სხეულის ბიოლოგიაზე.

კვლევა ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge

ავტორი - მიხეილ ჭაბუკაშვილი

სეზონური გრიპის ვაქცინაცია დაიწყო
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ.

გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები, აივინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.

აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

4 ნოემბრიდან კი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასოა.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

9 გზა აუტიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავად!
აუტიზმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება. გაეროს წევრი ქვეყნები მას მიიჩნევენ, როგორც მთელ მსოფლიოში აუტისტური პირების უფლებების აღიარებისა და ადვოკატირების დღედ. აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანია აუტიზმის ნიშნების, სიმპტომებისა და ინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და ხელი შეუწყოთ სიკეთესა და ინკლუზიურობას ჩვენს საზოგადოებაში და წაახალისოთ გარშემომყოფები, რომ იგივე გააკეთონ.

1. გაეცანით აუტიზმის ისტორიას

კაცობრიობამ ბოლო 100 წლის განმავლობაში გრძელი გზა გაიარა, რათა უკეთ გაეგო და ემკურნალა აუტიზმისთვის. ყოველწლიურად უფრო მეტი კვლევისა და მკურნალობის მეთოდები ჩნდება აუტისტი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

1908 წელი - პირველად გამოიყენეს ტერმინი „აუტიზმი“.

1938 წელი - დონალდ ტრიპლეტი, ახალგაზრდა ბიჭი მისისიპიდან, შეხვდა პედიატრ ფსიქიატრს, დოქტორ ლეო კანერს. ექიმმა კანერმა ბიჭი „აუტისტურად“ აღწერა. ტრიპლეტი განიხილება „აუტიზმის პირველ შვილად“, ანუ პირველ პიროვნებად, რომელსაც ოფიციალურად აუტისტური დიაგნოზი დაუსვეს.

1943 წელი - ბავშვთა ფსიქიატრი დოქტორი ლეო კანერი წერს ნაშრომს, სადაც აღწერს 11 ბავშვს, რომლებიც იყვნენ უაღრესად ინტელექტუალური, მაგრამ ავლენდნენ მარტო ყოფნის სურვილს და მიჯაჭვულობას „ერთგვაროვნებაზე“ყოველდღიურ ცხოვრებაში. მან გამოიყენა აღწერა - „ადრეული ინფანტილური აუტიზმი“.

1944 წელი - ჰანს ასპერგერმა აუტიზმი აღწერა, როგორც სოციალური და კომუნიკაციური უნარების სირთულე და აღიარა აუტიზმის უფრო მსუბუქი ფორმა, რომელსაც მან დაარქვა ასპერგერის სინდრომი.

1967 წელი - ფსიქოლოგმა ბრუნო ბეტელჰაიმმა შეიმუშავა თეორია, რომ „მაცივარი დედები“ აუტიზმს იწვევდნენ იმით, რომ არ უზრუნველყოფდნენ თავიანთ შვილებს საკმარისი სიყვარულით. (ეს თეორია მოგვიანებით გაუქმდა).

1973 წელი - დოქტორმა ივარ ლოვაასმა შექმნა ის, რასაც ჩვენ ახლა ვუწოდებთ ABA თერაპიას, რომელიც დღესაც განიხილება, როგორც ყველაზე ეფექტური თერაპია აუტისტ ბავშვებთან მუშაობისთვის, ენისა და ქცევის უნარების განვითარების მიზნით.

1977 წელი - ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმს, უპირველეს ყოვლისა, იწვევს ტვინის განვითარებაში გენეტიკური და ბიოლოგიური განსხვავებები.

1991 წელი - აშშ-ს მთავრობამ აუტიზმს კლასიფიკაცია მოახდინა, როგორც სპეციალური განათლების კატეგორია და სკოლებმა დაიწყეს სერვისების შეთავაზება აუტისტი ბავშვებისთვის.

1994 წელი - ასპერგერის სინდრომი დაემატა DSM-ს, რაც აფართოებს აუტიზმის სპექტრს და მოიცავს უფრო მსუბუქ შემთხვევებს, რომლებშიც ინდივიდები უფრო მაღალ ფუნქციონირებას განიცდიან.

2007 წელი - 2 აპრილი „აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე“ დაწესდა გაეროს მიერ.

2013 წელი – ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აუტიზმი სპექტრად აღიარა.

2. აამაღლეთ ცნობიერება იმით, რაც გაცვიათ

ჩაიცვით თქვენი საყვარელი ლურჯი ტანსაცმელი, დაიხურეთ აუტიზმის ორგანიზაციის ქუდი ან ჩაიცვით შესაფერისი პერანგი. ეს შესანიშნავი საშუალებაა გავლენა მოახდინოთ ნებისმიერზე, ვისაც შეხვდებით ქუჩაში, სასურსათო მაღაზიაში და ა.შ. არ გაქვთ შესაფერისი ტანსაცმელი? - იყიდეთ რამდენიმე ლურჯი ლენტი საკანცელარიო მაღაზიაში, ესეც საკმარისი იქნება.

3. გაეცანით ცნობილი აუტისტი ადამიანების ნამუშევრებს

ზოგიერთი თქვენი საყვარელი ცნობილი ადამიანი აუტიზმის სპექტრის მატარებელია. მაგალითად, სატოში ტაჯირი: „პოკემონის“ შემქმნელი და ვიდეო თამაშების დიზაინერი.

ასევე ამერიკელი მსახიობი დერილ ჰანა ყველაზე ცნობილია თავისი როლებით Steel Magnolias, Wall Street, The Little Rascals, Kill Bill და სხვა.

4. შეიძინეთ სენსორული სათამაშოები და ხელსაწყოები

აუტისტი ბავშვებისთვის ფოკუსის შენარჩუნება შეიძლება რთული იყოს. ერთი დავალების ან ამოცანების ნაკრებისთვის ყურადღების მიქცევა არის უნარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს დროთა განმავლობაში.5. მხარი დაუჭირეთ აუტიზმთან დაკავშირებულ ბიზნესებსა და დამსაქმებლებს

არსებობს მრავალი ბიზნესი, რომელიც აქტიურად მუშაობს თავიანთ საქმიანობაში აუტისტი ინდივიდების ჩართვაზე. ბევრი აქტიურად ცდილობს დაიქირაოს ნეიროდივერსიული თანამშრომლები და შეუქმნას მეტი სამუშაო შესაძლებლობები

უნარების შესაბამისი გარემოში.

6. წაიკითხეთ წიგნები აუტიზმზე

წიგნები აუტისტური პერსონაჟებით არის მარტივი და გასართობი გზა, რათა გააცნოთ აუტიზმის თემა თქვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თქვენი შვილის თანატოლებს. წიგნები გვთავაზობენ მარტივ, ხელმისაწვდომ ახსნა-განმარტებებსა და ილუსტრაციებს, რომლებიც ბავშვებსა და სხვებს აუტიზმის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

7. აამაღლეთ ცნობიერება თქვენს საზოგადოებაში

იყავით აუტიზმის დამცველი და გაავრცელეთ ცნობიერება თქვენს საზოგადოებაში. აუტიზმის შესახებ მეტის გაგება, თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა, ცნობიერების ამაღლება, საქველმოქმედო და ორგანიზაციებისთვის შემოწირულობა, რომლებიც მხარს უჭერენ აუტიზმს, ან მონაწილეობა ფონდის შეგროვებაში, ეს არის მარტივი გზა ჩართვისა და ცნობიერების გავრცელებისთვის თქვენს საზოგადოებაში. დაუკავშირდით ოჯახს, მეგობრებს, თანამშრომლებსა და მეზობლებს.

8. გაავრცელეთ სიკეთე

გახადეთ სამყარო უფრო ინკლუზიურიდა გაავრცელეთ პოზიტივი. ნებისმიერი სიკეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს და არის ძლიერი გზა, რომ სხვებს აჩვენოთ, ზრუნვის მაგალითი. ასე ოჯახის წევრი, მეგობარი ან ადამიანი თქვენს საზოგადოებაში იგრძნობს თავს დაფასებულად. სიკეთე გადამდებია, ასე რომ გამოიჩინეთ სიკეთე გარშემომყოფების მიმართ.

9. გაეცანით (წაიკითხეთ, უყურეთ ან მოუსმინეთ) აუტიზმის მქონე ადამიანების მიერ შექმნილ ნამუშევრებს

ეს არის აუტისტის დიაგნოზის მქონე ადამიანის გამოცდილების პირდაპირი მიმოხილვა და საშუალებას აძლევს სხვებს უკეთ გაიგონ საკუთარი რეალობა.

სტატია ნათარგმნია veqtori.ge-ს მიერ

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე

დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა
დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე იძლევა შესაძლებლობას გაანადგუროს მითები ამ აშლილობის ირგვლივ. მეტი ცოდნით, მშობლებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი თერაპიებით, რომლებიც ეხმარება აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ისწავლონ ახალი უნარები და გამოიყენონ თავიანთი ნიჭი, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს უფრო ინკლუზიურ საზოგადოების ჩამოყალიბებას.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. ეს არის გლობალური ჯანდაცვის ღონისძიება, რომელიც ფოკუსირებულია აუტისტი ადამიანების მიღებაზე, მხარდაჭერასა და მათი უფლებების დაცვაზე.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 23 ექიმიდან, ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ რვამ შეასრულა - აუდიტი
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების უწყვეტობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ამ მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში ადამიანური რესურსის მომზადების საშუალებით.

,,თუმცა მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ექიმების 65%-ს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, პროგრამის მიზანი, რომ შემცირდეს ექიმების დეფიციტი − აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში არ სრულდება”, - ვკითხულობთ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც იდება მაღალმთიან და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში დასაქმების მიზნით დასაფინანსებელ მაძიებელსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, მითითებულია, რომ მაძიებელი იღებს ვალდებულებას, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/რეზიდენტურის წარმატებით დასრულებისა და შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ, განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არანაკლებ, 3 წლის განმავლობაში.

პროგრამაში ჩასარიცხ კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე, საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის მიზნით, რეგულირების სააგენტოს მიერ იქმნება კომისია. 2014-2021 წლებში, ჯამში − 32-მა სპეციალობის მაძიებელმა მოიპოვა დაფინანსება და სწავლა გააგრძელა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიებისა და მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის დეფიციტურ/ პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობაში.

როგორც აუდიტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, მათ შესასწავლად შეარჩიეს 23 ექიმის სამუშაო ადგილი, რომელთაგან ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა მხოლოდ 8 პირმა შეასრულა, რაც სრული რაოდენობის 35 პროცენტს შეადგენს.

„2 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დაფინანსებულმა ექიმებმა მუშაობა გააგრძელეს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც თავდაპირველი დანართით არ ყოფილა განსაზღვრული; დანარჩენი 13-დან, მხოლოდ 5 ექიმზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთანავე ჯანმრთელობის სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების დამრღვევ პირებს არ დაკისრებიათ დამატებითი სანქციები.

აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაშივკითხულობთ, რომ სამედიცინო პერსონალის რეგიონალური მოცვის კუთხით ქვეყანაში ფიქსირდება დისბალანსი. ასევე დისბალანსია საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობასა და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამებზე მიღებული სპეციალობის მაძიებლებს შორის. ამასთანავე, დაბალია და წლიდან წლამდე მცირდება საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიით განსაზღვრული მიზანია მისი ზრდა.

დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ არის შემუშავებული ქვეყნისათვის პრიორიტეტული სპეციალობების განსაზღვრის მექანიზმი, პროგრამის მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის მიღწეული და სპეციალისტების უმეტესობა არ არის დასაქმებული შესაბამის მუნიციპალიტეტში. გაუმჯობესებას საჭიროებს შედეგების შეფასებისა და შესრულების ინდიკატორები და მონიტორინგის მექანიზმები.