მსოფლიო - Veqtori - ვექტორი

„ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა" - დონალდ ტრამპი
,,უკრაინას ძვირფასი, იშვიათი მინერალები აქვს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა, რომელშიც ისინი დედამიწის იშვიათი მინერალებით იმის გარანტირებას უზრუნველყოფენ, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ. ჩვენ უკრაინას ვეუბნებით, რომ მათ ძვირფასი დედამიწის იშვიათი მინერალები აქვთ. გვსურს, რომ რასაც ვაძლევთ გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიტ კელოგი უკრაინასა და რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნა.

„უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა - Reuters
სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სირიულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სირიის ახალმა ფაქტობრივმა ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ მოსკოვს ასადის გადაცემა მოსთხოვა.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, დამასკო რუსეთისგან, რომელიც სამოქალაქო ომში ასადს უჭერდა მხარს, ითხოვს ნდობის აღდგენას კონკრეტული ზომების გზით, როგორებიცაა კომპენსაცია, რეკონსტრუქცია და აღდგენა.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარი თქვა დაედასტურებინა, მოითხოვა თუ არა სირიის ახალმა მთავრობამ რუსეთისგან ასადის გადაცემა და კომპენსაციის გადახდა.

მედიის ცნობით, რუსეთი, რომლის ჯარები და საჰაერო ძალები წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს ასადს სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი საზღვაო ბაზა ტარტუსში და ხმეიმიმის საავიაციო ბაზა ქალაქ ლატაკიის მახლობლად.

28 იანვარს რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი ხელმძღვანელობდა, სირიის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა უნდა მოიცავდეს წარსული შეცდომების გამოსწორებას, სირიის ხალხის ნების პატივისცემას და მათი ინტერესების დაცვას.

სირიული წყაროს თქმით, რუსები არ იყვნენ მზად ასეთი შეცდომების აღიარებისთვის და ერთადერთი შეთანხმება, რასაც მიაღწიეს, იყო მოლაპარაკებების გაგრძელება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაიმართა გულწრფელი დისკუსია საკითხთა მთელ სპექტრზე. უწყების ცნობით, მხარეები გააგრძელებენ კონტაქტებს შესაბამისი შეთანხმებების მისაღწევად.

დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა
დღეს მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე იძლევა შესაძლებლობას გაანადგუროს მითები ამ აშლილობის ირგვლივ. მეტი ცოდნით, მშობლებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი თერაპიებით, რომლებიც ეხმარება აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ისწავლონ ახალი უნარები და გამოიყენონ თავიანთი ნიჭი, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს უფრო ინკლუზიურ საზოგადოების ჩამოყალიბებას.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. ეს არის გლობალური ჯანდაცვის ღონისძიება, რომელიც ფოკუსირებულია აუტისტი ადამიანების მიღებაზე, მხარდაჭერასა და მათი უფლებების დაცვაზე.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია.

გენური თერაპიის შემდეგ, 11 წლის ყრუ-მუნჯ ბიჭს სმენა აღუდგა
ინოვაციური გენური თერაპიის შემდეგ, 11 წლის ბიჭმა ცხოვრებაში პირველად გაიგონა ხმა.

ამ სახის მკურნალობა აშშ-ში პირველად ჩატარდა, ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალში. როგორც ჰოსპიტალი განცხადებაში წერს, ეს საეტაპო მიღწევა დიდ იმედს წარმოადგენს იმ პაციენტებისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებიც გენეტიკური მუტაციების გამო არიან სმენადაქვეითებული.
ერთ გენში არსებული იშვიათი პათოლოგიის გამო, აისამ დამი სრულებით ყრუ დაიბადა.

„სმენის დაქვეითების გენური თერაპია არის ის, რაზეც მთელი მსოფლიოს ექიმები და მეცნიერები ოც წელიწადზე მეტია ვმუშაობთ და როგორც იქნა, ის უკვე აქაა“, — ამბობს ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტლის ოტოლარინგოლოგიის განყოფილების კლინიკური კვლევების დირექტორი ჯონ ჯერმილერი.

მისი განცხადებით, მათ მიერ ჩატარებული გენური თერაპია წარმოადგენდა პაციენტის მხოლოდ ერთი პათოლოგიური გენის შესწორებას, მაგრამ ამ სახის კვლევები კარს უხსნის მის სამომავლო გამოყენებას 150-ზე მეტ იმ სხვა გენში, რომლებიც ბავშვობაშივე იწვევს სმენის დაკარგვას.

აისამის მსგავს პაციენტებში, დეფექტიანი გენი ხელს უშლის ოტოფერლინის წარმოებას — ცილის, რომელიც შიდა ყურის „სმენის უჯრედებისთვის“ არის აუცილებელი, რათა მათ ხმის ვიბრაციების ქიმიურ სიგნალებად გარდაქმნა და თავის ტვინთან გაგზავნა შეძლონ.
ოტოფერლინის გენის დეფექტი ძლიერ იშვიათია — მასზე მოდის დაბადებიდან სმენის არმქონეთა 1-8 პროცენტი.

2023 წლის 4 ოქტომბერს, 11 წლის აისამს ქირურგიული პროცედურა ჩაუტარეს — ნაწილობრივ აწიეს ყურის დაფის აპკი და უსაფრთხო ვირუსი შეუყვანეს, რომელიც ისე იყო მოდიფიცირებული, რომ გენ ოტოფერლინის მუშა ასლები გადაეტანა ყურის ლოკოკინას შიდა სითხეში.

შედეგად, სმენის უჯრედებმა ნაკლული ცილის წარმოება და სათანადოდ ფუნქციონირება დაიწყეს.

საავადმყოფოს განცხადებით, ერთ ყურზე ჩატარებული მკურნალობიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ, აისამის სმენა უკვე იმ დონემდე გაუმჯობესდა, რომ სმენის მხოლოდ მსუბუქიდან ზომიერამდე დაქვეითებაღა ჰქონდა; შეიძლება ითქვას, რომ მან ცხოვრებაში პირველად გაიგონა ხმები.

The New York Times-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მაროკოში დაბადებულ და შემდეგ ესპანეთში გადასახლებულ აისამს უკვე ესმის, შეიძლება მან ლაპარაკი ვერასოდეს ისწავლოს, რადგან თავის ტვინის ის ფანჯარა, რომელიც მეტყველების ათვისებაზეა პასუხისმგებელი, დაახლოებით ხუთი წლის ასაკში იხურება.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას, რომელმაც ამ კვლევას მწვანე შუქი აუნთო, სურდა, რომ უსაფრთხოების მიზეზებით, კვლევები ჯერ მოზრდილ ბავშვებზე ჩატარებულიყო.

ცდა კომპანია Akouos, Inc-მა დააფინანსა, რომელიც ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly and Company-ის მფლობელობაშია. სხვა ასეთი ცდები უკვე დაწყების პირასაა აშშ-ში, ევროპასა და ჩინეთში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ბავშვი უკვე განიკურნა.

„რაც უფრო მეტი, სხვადასხვა ასაკის პაციენტი ჩაიტარებს ამ გენურ თერაპიას, მკვლევრებს უფრო მეტი გვეცოდინება, თუ რა მაჩვენებლით უმჯობესდება სმენა და შენარჩუნდება თუ არა ეს ხარისხი მრავალი წლის განმავლობაში“, — ამბობს ჯერმილერი.
წყარო: 1tv; ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი