Veqtori - ვექტორი

სამედიცინო დაწესებულებებს დავალიანებების ნაწილი ჩამოეწერებათ - დადგენილება
საქართველოს მთავრობამ 2020-2023 წლების ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაკისრებული საჯარიმო სანქციებისგან სამედიცინო დაწესებულებების გათავისუფლების შესახებ დადგენილება გამოაქვეყნა.

დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რა პირობებით ჩამოეწერებათ კლინიკებს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები. დადგენილების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები ჯარიმის 75 პროცენტისგან გათავისუფლდებიან, თუ დავალიანების 25 პროცენტს დაფარავენ და საკითხთან დაკავშირებით არსებულ დავებს შეწყვეტენ.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, კლინიკა ჯარიმისგან ნაწილობრივ გათავისუფლდება, თუ პირველი ივნისიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეში:

ა) აანაზღაურებს უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას უკან დასაბრუნებელი თანხის, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის 25%-ს ან მიმწოდებელი და განმახორციელებელი შეთანხმდებიან აღნიშნული ვალდებულების არაუმეტეს 12 თვის ვადაში განაწილვადებით შესრულების პირობებზე;

ბ) შეწყვეტს სახელმწიფო პროგრამების 22-ე მუხლის შესაბამისად საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნების, აგრეთვე დამატებითი ფინანსური ჯარიმის დაკისრების საფუძველზე ან/და მათთან დაკავშირებით განმახორციელებელთან ან პროგრამის ადმინისტრირების ორგანოსთან მიმდინარე ნებისმიერ ადმინისტრაციულ წარმოებას ან/და სასამართლო დავას.

დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პირველ მაისს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კლინიკების ჯამური დავალიანება დაახლოებით 26 მილიონი ლარია.

საქართველოში ყველაზე მეტად ჯანდაცვა გაძვირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4%.

საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 7%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43%-ით აისახა. მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი - 18.2%;
ბოსტნეული და ბაღჩეული - 16.5%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 15.7%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 11%;
პური და პურპროდუქტები - 8.3%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 8%;
თევზეული - 6.1%;
რძე, ყველი და კვერცხი - 5.5%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 0.7%.
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე -8.3%.

რაც შეეხება ჯგუფებს, წინა წელთან შედარებთ, ყველაზე მეტად ჯანდაცვა გაძვირდა, გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 9.5%, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 8.9% და საავადმყოფოების მომსახურების - 7.6% ფასები.

ჯანმრთელობის დაცვა - 9.2%;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 7%;
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.1%;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6.1%;
განათლება - 4.9%;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 3.3%;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 1.1%;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.3%;
დასვენება, გართობა და კულტურა - 0.1%;
ფასები შემცირებულია შემდეგ ჯგუფებზე: საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 2.7%-ით; ტრანსპორტი 2.2%-ით და კავშირგაბმულობა 12.4%-ით.

UFC-ში სადებიუტო ბრძოლის წინ ალექსანდრე თოფურისმ წონა წარმატებით ჩააბარა
9 თებერვალს სიდნეიში UFC 312 ჩატარდება, სადაც სუპერმსუბუქ დივიზიონში სადებიუტო ბრძოლას ქართველი ალექსანდრე თოფურია გამართავს.

ღონისძიების წინ თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა, მან 61.46 კგ დააფიქსირა (მაქსიმალური დასაშვები წონა 61.70კგ-ია). ანალოგიური წონა ჰქონდა მის მეტოქეს, ავსტრალიელ კოლბი თიქნესს.

29 წლის ქართველს შერეული ორთაბრძოლების სხადასხვა ორგანიზაციაში აქამდე 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული. ილია თოფურიას უფროსმა ძმამ 5-ჯერ მოიგო და ერთხელ დამარცხდა. რაც შეეხება თიქნესს, 25 წლის სპორტსმენმა MMA-ში 7 ბრძოლა გამართა და ყველა მოიგო, ის ავსტრალიური ორგანიზაციის ჩემპიონიც იყო.

ცნობილია, რომ შეხვედრის დროს ალექსანდრე თოფურიას სამწვრთნელო კუთხეში ილია თოფურია იქნება, ხოლო კოლბი თიქნესს ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაეხმარება.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ - პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში - თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალ პარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.

„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას.

ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.

მინისტრი, თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან და ფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.

საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღეს პარლამენტში საგაზაფხულო სესია იწყება - მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„მიმდინარე წლის 4 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარსდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის, კომიტეტებისა და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა" - დონალდ ტრამპი
,,უკრაინას ძვირფასი, იშვიათი მინერალები აქვს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ უკრაინასთან შეთანხმების დადება გვინდა, რომელშიც ისინი დედამიწის იშვიათი მინერალებით იმის გარანტირებას უზრუნველყოფენ, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ. ჩვენ უკრაინას ვეუბნებით, რომ მათ ძვირფასი დედამიწის იშვიათი მინერალები აქვთ. გვსურს, რომ რასაც ვაძლევთ გირაოს თვალსაზრისით დაცული იყოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა კიტ კელოგი უკრაინასა და რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშნა.

„უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს
,,რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები და თავისუფალ მედიაზე მზარდი ზეწოლა, აშკარა ნიშნებია იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს, ეს ჩვენს პარტნიორობაზე გავლენას ახდენს", - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცნობები ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ დაფიქსირდა. არჩევნებს სერიოზული კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რაც ოდირის ანგარიშშია ასახული. ერთი თვის შემდეგ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გამოცხადა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. დროდადრო დემონსტრანტები ხელისუფლების მხრიდან სასტიკ ძალადობას განიცდიან, მათ შორის ბოლოს, 2 თებერვალს თბილისში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ განვითარებულ საგანგაშო მოვლენებს საქართველოს პარტნიორებმა სხვადასხვა გზით უპასუხეს, მათ შორის ნორვეგიამაც.

„ნორვეგიამ შემდეგი ზომები მიიღო: საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით არანაირი ახალი პროექტები; საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი არხებით თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის შემცირება, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეჩერება; პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების შემცირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებით, ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს.

„27 იანვარს ევროკავშირმა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველი მოგზაურებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს“, - აცხადებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

3 თებერვალი - ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე
იცოდით, რომ ყოველწიურად, 3 თებერვალს, ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება?!

ეს დღე მედიცინაში ქალების მიღწევების აღიარებასა და ჯანდაცვის ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ეძღვნება და გვახსენბს ექიმი ქალების მნიშვნელოვან როლს სამედიცინო სფეროს გაუმჯობესებაში.

მოკლე ისტორია

ამ დღეს თავისი ისტორია აქვს. ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე ემთხვევა ექიმ ელიზაბეტ ბლექველის დაბადების დღეს. ის 1849 წელს გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო სამედიცინო ხარისხი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბლექველის მიღწევამ კი გზა გაუხსნა სხვა ქალებსაც მედიცინის სფეროში წინსვლისთვის.

მნიშვნელობა

დღეს, ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება არა მხოლოდ ბლექველის დაბადების დღისადმი საპატივცემულოდ, არამედ იმ უამრავი ქალის მიღწევების აღსანიშნავადაც, რომლებმაც მას შემდეგ მედიცინის სფეროში წვლილი შეიტანეს.

ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა გავიხსენოთ ექიმ ქალთა გამძლეობა, თავდადება და მიღწევები. ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე ასევე გვახსენებს სამედიცინო სფეროში გენდერული მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

ეუთოს წარმომადგენელი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ტერეზა რიბეირო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ჟურნსლისტი მზია ამაღლობელი და ასევე ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდაა დაპატიმრებული ან დაკავებული. ამის შესახებ მან მიმართვა სოციალურქსელში გაავრცელა.

„ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული.

დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ „ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ“ 3/18 მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად“, - წერს რიბეირო.

სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა - Reuters
სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სირიულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სირიის ახალმა ფაქტობრივმა ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ მოსკოვს ასადის გადაცემა მოსთხოვა.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, დამასკო რუსეთისგან, რომელიც სამოქალაქო ომში ასადს უჭერდა მხარს, ითხოვს ნდობის აღდგენას კონკრეტული ზომების გზით, როგორებიცაა კომპენსაცია, რეკონსტრუქცია და აღდგენა.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარი თქვა დაედასტურებინა, მოითხოვა თუ არა სირიის ახალმა მთავრობამ რუსეთისგან ასადის გადაცემა და კომპენსაციის გადახდა.

მედიის ცნობით, რუსეთი, რომლის ჯარები და საჰაერო ძალები წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს ასადს სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი საზღვაო ბაზა ტარტუსში და ხმეიმიმის საავიაციო ბაზა ქალაქ ლატაკიის მახლობლად.

28 იანვარს რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი ხელმძღვანელობდა, სირიის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა უნდა მოიცავდეს წარსული შეცდომების გამოსწორებას, სირიის ხალხის ნების პატივისცემას და მათი ინტერესების დაცვას.

სირიული წყაროს თქმით, რუსები არ იყვნენ მზად ასეთი შეცდომების აღიარებისთვის და ერთადერთი შეთანხმება, რასაც მიაღწიეს, იყო მოლაპარაკებების გაგრძელება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაიმართა გულწრფელი დისკუსია საკითხთა მთელ სპექტრზე. უწყების ცნობით, მხარეები გააგრძელებენ კონტაქტებს შესაბამისი შეთანხმებების მისაღწევად.