სამსახურში ან პირად ცხოვრებაში ყოველდღიურად სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება, შეიძლება ძალიან დამღლელი იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გავუმკლავდეთ მას ბუნებრივად და რეგულარულად დავისვენოთ, რათა ეს მცირე ყოველდღიური პრობლემები არ დაგროვდეს და არ გახდეს რეალური საფრთხე ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.
ცნობილია, რომ სტრესი უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რითაც ჩვენ უფრო მგრძნობიარენი ვხდებით ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების მიმართ.
ქრონიკული სტრესის ნიშნები გამოიხატება იმდაგვარ სიმპტომებში, როგორიცაა ენერგიის ნაკლებობა, თავის ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, უძილობა, ხშირი გაციება და ინფექციები, დეპრესია, აკნე, სიმსუქნე.
სტრესთან გამკლავების მარტივი გზების პოვნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მით უფრო მას შემდეგ, რაც მშობელი ხდებით.
Veqtori.ge გაგიზიარებთ იმ ადამიანების 14 ჩვევას, რომლებიც ნაკლებად განიცდიან და მარტივად უმკლავდებიან სტრესს.
დაისახეთ მიზნები
მაგალითად შეგიძლიათ დაიწყოთ მარტივი მიზნით, რომ თავი კარგად იგრძნოთ იმ დღეს. მაშინაც კი, როდესაც რაღაც მოულოდნელი ხდება, როგორც კი ეს მიზანი გექნებათ, შეძლებთ ყველაფერს უფრო პოზიტიურად გაუმკლავდეთ. თქვენ უფრო პროაქტიული იქნებით, ვიდრე რეაქტიული. ასე რომ, უბრალოდ დაისახეთ მიზანი, როგორ უნდა იგრძნოთ თავი იმ დღეს და როგორ მოიქცეთ სხვადასხვა სიტუაციებში.
დაგეგმეთ, მაგრამ ზედმეტადაც არა!
გეგმის შემუშავებამ ასევე შეიძლება ჩაგაყენოთ აქტიულ რეჟიმში, - „აჰა, ეს ხდება ჩემთან, მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია ამასთან გამკლავება“ ან „მინდა მივაღწიო ამას და ასე ვგეგმავ ამის გაკეთებას“. როგორც კი გეგმას შექმნით, გეცოდინებათ, სად მიდიხართ და რა არის შემდეგი ნაბიჯი. ეს ხელს უწყობს სტრესისა და შფოთვის მინიმუმამდე შემცირებას. როცა გეგმას აყალიბებ, გაითვალისწინე, რომ ცხოვრება იმას აკეთებს, რაც უნდა და წინსვლისას შეიძლება ცვლილებები მოგიწიოს. ასე რომ, იყავით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ და შესძინეთ მოქნილობა თქვენს გეგმებს. მუდმივად არ დაადანაშაულოთ საკუთარი თავი იმის გამო, რომ ზუსტად არ შეასრულეთ ის, რაც დაგეგმეთ. როცა ვფიქრობთ, რომ რაღაც არ გამოვიდა ისე, როგორც გვსურდა ან უკეთესად შეგვეძლო, ეს იწვევს სერიოზულ სტრესს.
მართეთ თქვენი მოლოდინი
ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მეტის გაკეთება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ურთიერთობებში, სამსახურში…ეს უბრალოდ არასდროს დასრულდება, გასაკეთებელი ყოველთვის მეტი იქნება.
მეტის გაკეთების სურვილმა შეიძლება ისეთ მდგომარეობამდე მიგიყვანოს, როდესაც არასდროს იქნება საკმარისი და არასოდეს იქნები კმაყოფილი იმით, რაც გააკეთე. იწყება დანაშაულის გრძნობა და საკუთარ თავის გაკიცხვა არაფრის გამო. ასე რომ, მართეთ თქვენი მოლოდინები და იყავით რეალისტები თქვენი შესაძლებლობების მიმართ. გზა, რომ გახდეთ უფრო რეალისტები იმის მიმართ, რასაც ყოველდღე აკეთებთ, არის თქვენი ყოველდღიური ჩვევებისთვის თვალყურის დევნება.
მოუსმინეთ მუსიკას
იცნობ ვინმეს, ვისაც მუსიკა არ მოსწონს? რა თქმა უნდა ყველას არ მოსწონს ტელევიზორი ან ფილმები, მაგრამ მუსიკა? ჩვენ ყველას გვაქვს საყვარელი სიმღერების სია, რომლებიც უბრალოდ გვაღიმებს. კარგი ის არის, რომ საყვარელი მუსიკის მოსმენა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სტრესისა და შფოთვის შესამცირებლად.
გულის კორონარული დაავადების მქონე პაციენტებთან ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენა ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და გულისცემის, არტერიული წნევის და ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
გაატარეთ დრო ბუნებაში
კვლევებმა აჩვენა, რომ ბუნებაში დროის გატარება სასარგებლოა ჩვენი ფსიქიკური და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის. თანამედროვე სამყაროში ჩვენ სულ უფრო მეტად ვართ გარშემორტყმული ტექნოლოგიით, მაგრამარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შექმნილი ვართ ბუნებაში და შექმნილი ვართ ბუნებისგან. როცა ნახევარ საათს ატარებ პარკში ან სანაპიროზე, როგორ გრძნობ თავს? განახლებულად, არა? ახლა მართლა შეგიძლია სუნთქვა? უფრო მშვიდად? გააგრძელე ეს: წადით სასეირნოდ, ლაშქრობაზე, ბაღში, გაატარეთ დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ბუნებაში. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყანის ბუნებრივი რესურსები ამის საშუალებას იძლევა.
ვარჯიში
დღეს ჩემი მეზობლის კატამაც კი იცის, რომ ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ტვინის ჯანმრთელობისთვის. როდესაც ვარჯიშობთ და ამოძრავებთ სხეულს, ამას აკეთებთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, არამედ იმიტომ, რომ თავს კარგად გრძნობთ თავს, რაც გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტებზეც.
ვარჯიშის ერთი უზარმაზარი უპირატესობა ის არის, რომ გარკვეული დროის შემდეგ თქვენი სხეული იწყებს ენდორფინების გამომუშავებას. ჩვენ ვიცით, რომ ენდორფინები უკეთეს გუნებაზე გვაყენებს, მაგრამ ბევრს არ ესმის, რომ ისინი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლებია, რომელთა წარმოქმნაც ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია.
ასე რომ, თუ ხართ სტრესის ქვეშ, ივარჯიშეთ, მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში და ნახეთ, იგრძნობთ თუ არა თავს უკეთესად. დღეში 10-20 წუთიან ვარჯიშს ბევრი რამ შეუძლია შეცვალოს.
გამოხატეთ მადლიერება
დღეს ყველა მხრიდან გვესმის, რომ მადლობელი უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც გვაქვს და შევწყვიტოთ იმის ყურება, რაც არ გვაქვს. უბრალოდ, ხანდახან, როცა ნერვიულობთ და სტრესში ხართ, გულწრფელად არ გჯერათ, რომ ეს დაგეხმარებათ. მაგრამ რეალურად შეუძლია. კვლევებმაც კი აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მადლიერნი არიან თავიანთი მიღწევების,თავიანთ კურთხევებს, უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ამას არ აკეთებენ. მადლიერების გამოხატვა იმისთვის, რაც კარგია თქვენს ცხოვრებაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, როდესაც ხართ შეშფოთებული, გადატვირთული ან დეპრესიული. ეს არის შეხსენება, რომ ცხოვრება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს მომენტი, ეს ბრძოლა ახლა.
შეახსენეთ საკუთარ თავს: არაფერი გრძელდება სამუდამოდ!
გაიხედეთ უკან და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამდენად ხშირად გქონდათ სტრესი X-ის გამო წარსულში? ახლა იყავი გულწრფელი: ღირდა თუ არა მთელი ეს წუხილი? - ალბათ არა. შეიძლება შორიდან სულელურადაც კი მოგეჩვენოთ.
ყველაფერი გადის და ის, რაც დღეს გაწუხებთ, შეიძლება აღარ იყოს აქტუალური ერთ თვეში, წელიწადში ან 5 წელიწადში. ცხოვრება ისე მიდის, რომ ვერავინ იწინასწარმეტყველებს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: არაფერი დარჩება იგივე, ასე რომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მოხდება თქვენს ცხოვრებაში.
მაშინაც კი, თუ ახლა რაიმე რთულს გადიხართ, იცოდეთ, რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდება. სხვა რამ მოხდება, დრო ნამდვილად კურნავს.
იოგა
მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ იოგა სასარგებლოა ჩვენი ფიზიკური და ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ვიცი, როცა თავს გადატვირთულად ვგრძნობ, იოგას 10 წუთმაც კი შეიძლება გამომიყვანოს ნეგატიური აზროვნებიდან და დამეხმაროს თავიდან დავიწყო.
გააკეთე რაღაც კარგი სხვისთვის
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც კეთილგანწყობილნი არიან და სხვებს ეხმარებიან, უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს და როდესაც ბედნიერი ხართ, ნაკლებად ხართ სტრესში. თუ ოდესმე რაიმე კარგი გაგიკეთებიათ სხვისთვის, თქვენ იცით ეს ჯადოსნური გრძნობა. გააკეთე სიკეთე და შეახსენე საკუთარ თავს ეს.
იზრუნეთ ცხოველებზე
ცხოველები საყვარელი, მხიარულები არსებები და ჩვენს ცხოვრებას ბევრად უკეთესს ხდიან. მაგალითად მათ არ სჭირდებათ კარიერის გაკეთება იმისთვის, რომ თავი უკეთ იგრძნონ. ისინი უბრალოდ არიან. ცხოველის მოფერება დაგეხმარებათ არტერიული წნევის და კორტიზოლის დონის შემცირებაში, რომელიც სტრესის ჰორმონია.
იკვებეთ ჯანსაღად
სტრესს ორგანიზმში მრავალი ვიტამინისა და საკვები ელემენტის ამოწურვა შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღად ვიკვებოთ, თუნდაც სტრესის ქვეშ ვიყოთ. მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა თქვენს ორგანიზმს მიაწვდის აუცილებელ ვიტამინებს, როგორიცაა ვიტამინი C, მნიშვნელოვანი ელემენტია სტრესის მართვისთვის. სწორი კვება არის საკუთარი თავის მოვლის ჩვევა, ეს არის საკუთარი თავის პატივისცემის ფორმა. როდესაც თქვენ აკეთებთ შეგნებულად არჩევანს, რომ გსურთ ჯანსაღად ჭამა, ამით თქვენ ეუბნებით საკუთარ თავს: მე ღირსი ვარ. ნუ მოექცევით თქვენს სხეულს ისე, როგორც ნაგვის ურნას.
ჩამოწერეთ
დაადგინეთ რა იწვევს თქვენს ცხოვრებაში სტრესს და დაწერეთ ამის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა დღიურს წერთ თუ უბრალოდ გადაწყვეტთ ფურცელზედაწეროთ, რომელსაც გადააგდებთ.
თქვენ ალბათ იცით, რა გიქმნით სტრესს გარკვეულ დონეზე, მაგრამ თქვენ უნდა მოიშოროთ ეს რაიმე ფორმით. ამის უბრალოდ აღიარება და დანებება, რამდენადაც შეგიძლიათ, დიდ ტვირთს მოგხსნით. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი ყველაფერზე ამ სამყაროში.
ივარჯიშეთ თვითდისციპლინაში
თუ სტრესში ხართ იმის გამო, რომ არ აკეთებთ იმას, რაც იცით, რომ უნდა გააკეთოთ, შეცვალეთ იგი. ნუ მისცემთ უფლებას, რომ ეს საკითხი ზედმეტად დიდი გახდეს თქვენს თვალში. დაიწყე და დაასრულე. ივარჯიშეთ თვითდისციპლინაში. თავიდან ეს არც ისე ადვილია, მაგრამ შედეგიანია. რაც უფრო მეტს გააკეთებთ, მით უფრო ძლიერად, პოზიტიურად და ამაყად იგრძნობთ თავს.
ხშირად დღის ბოლოს, რისი გაკეთებაც მინდა - დასუფთავების, საჭმლის მომზადების, დავალებების გაკეთების, პატარა ბავშვის სირბილის და ათასი სხვა მოულოდნელი საქმის შემდეგ, არის ჩიფსების ჭამა და ნეტფლიქსის ყურება.
მაგრამ უმეტეს დღეებში რეალურად ვჯდები და რაღაცას ვაკეთებ ამ საიტისთვის. და ეს უბრალო თვითდისციპლინის აქტი, მაშინაც კი, თუ ის არ მომანიჭებს ნობელის პრემიას ან სხვა ჯილდოს, მე უფრო ბედნიერ, უფრო სრულყოფილ და მშვიდ ადაიანად მაქცევს.
სტატია მომზადებული და ნათარგმნია VEQTORI.GE -სთვის