img
საქართველოში ყველაზე მეტად ჯანდაცვა გაძვირდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4%.

საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 7%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43%-ით აისახა. მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი - 18.2%;
ბოსტნეული და ბაღჩეული - 16.5%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 15.7%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 11%;
პური და პურპროდუქტები - 8.3%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 8%;
თევზეული - 6.1%;
რძე, ყველი და კვერცხი - 5.5%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 0.7%.
სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე -8.3%.

რაც შეეხება ჯგუფებს, წინა წელთან შედარებთ, ყველაზე მეტად ჯანდაცვა გაძვირდა, გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 9.5%, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 8.9% და საავადმყოფოების მომსახურების - 7.6% ფასები.

ჯანმრთელობის დაცვა - 9.2%;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 7%;
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.1%;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6.1%;
განათლება - 4.9%;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 3.3%;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 1.1%;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.3%;
დასვენება, გართობა და კულტურა - 0.1%;
ფასები შემცირებულია შემდეგ ჯგუფებზე: საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 2.7%-ით; ტრანსპორტი 2.2%-ით და კავშირგაბმულობა 12.4%-ით.

თეგები:
გაზიარება

img