img
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

პირველად ისტორიაში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

დინამო არენაზე გამართული დაძაბულ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებს 4:2 სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა.

ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 18 ივნისის დორტმუნდში თურქეთთან გამართავს.

22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს ჰამბურგში დაუპირსპირდება. საქართველო-პორტუგალიის მატჩი კი 26 ივნისს გელზენკირხენში ჩატარდება

გაზიარება

img