img
9 გზა აუტიზმის მსოფლიო დღის აღსანიშნავად!

აუტიზმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება. გაეროს წევრი ქვეყნები მას მიიჩნევენ, როგორც მთელ მსოფლიოში აუტისტური პირების უფლებების აღიარებისა და ადვოკატირების დღედ. აუტიზმის მსოფლიო დღის მიზანია აუტიზმის ნიშნების, სიმპტომებისა და ინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და ხელი შეუწყოთ სიკეთესა და ინკლუზიურობას ჩვენს საზოგადოებაში და წაახალისოთ გარშემომყოფები, რომ იგივე გააკეთონ.

1. გაეცანით აუტიზმის ისტორიას

კაცობრიობამ ბოლო 100 წლის განმავლობაში გრძელი გზა გაიარა, რათა უკეთ გაეგო და ემკურნალა აუტიზმისთვის. ყოველწლიურად უფრო მეტი კვლევისა და მკურნალობის მეთოდები ჩნდება აუტისტი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

1908 წელი - პირველად გამოიყენეს ტერმინი „აუტიზმი“.

1938 წელი - დონალდ ტრიპლეტი, ახალგაზრდა ბიჭი მისისიპიდან, შეხვდა პედიატრ ფსიქიატრს, დოქტორ ლეო კანერს. ექიმმა კანერმა ბიჭი „აუტისტურად“ აღწერა. ტრიპლეტი განიხილება „აუტიზმის პირველ შვილად“, ანუ პირველ პიროვნებად, რომელსაც ოფიციალურად აუტისტური დიაგნოზი დაუსვეს.

1943 წელი - ბავშვთა ფსიქიატრი დოქტორი ლეო კანერი წერს ნაშრომს, სადაც აღწერს 11 ბავშვს, რომლებიც იყვნენ უაღრესად ინტელექტუალური, მაგრამ ავლენდნენ მარტო ყოფნის სურვილს და მიჯაჭვულობას „ერთგვაროვნებაზე“ყოველდღიურ ცხოვრებაში. მან გამოიყენა აღწერა - „ადრეული ინფანტილური აუტიზმი“.

1944 წელი - ჰანს ასპერგერმა აუტიზმი აღწერა, როგორც სოციალური და კომუნიკაციური უნარების სირთულე და აღიარა აუტიზმის უფრო მსუბუქი ფორმა, რომელსაც მან დაარქვა ასპერგერის სინდრომი.

1967 წელი - ფსიქოლოგმა ბრუნო ბეტელჰაიმმა შეიმუშავა თეორია, რომ „მაცივარი დედები“ აუტიზმს იწვევდნენ იმით, რომ არ უზრუნველყოფდნენ თავიანთ შვილებს საკმარისი სიყვარულით. (ეს თეორია მოგვიანებით გაუქმდა).

1973 წელი - დოქტორმა ივარ ლოვაასმა შექმნა ის, რასაც ჩვენ ახლა ვუწოდებთ ABA თერაპიას, რომელიც დღესაც განიხილება, როგორც ყველაზე ეფექტური თერაპია აუტისტ ბავშვებთან მუშაობისთვის, ენისა და ქცევის უნარების განვითარების მიზნით.

1977 წელი - ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმს, უპირველეს ყოვლისა, იწვევს ტვინის განვითარებაში გენეტიკური და ბიოლოგიური განსხვავებები.

1991 წელი - აშშ-ს მთავრობამ აუტიზმს კლასიფიკაცია მოახდინა, როგორც სპეციალური განათლების კატეგორია და სკოლებმა დაიწყეს სერვისების შეთავაზება აუტისტი ბავშვებისთვის.

1994 წელი - ასპერგერის სინდრომი დაემატა DSM-ს, რაც აფართოებს აუტიზმის სპექტრს და მოიცავს უფრო მსუბუქ შემთხვევებს, რომლებშიც ინდივიდები უფრო მაღალ ფუნქციონირებას განიცდიან.

2007 წელი - 2 აპრილი „აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე“  დაწესდა გაეროს მიერ.

2013 წელი – ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აუტიზმი სპექტრად აღიარა.

 

 2. აამაღლეთ ცნობიერება იმით, რაც გაცვიათ 

ჩაიცვით თქვენი საყვარელი ლურჯი ტანსაცმელი, დაიხურეთ აუტიზმის ორგანიზაციის ქუდი ან ჩაიცვით შესაფერისი პერანგი. ეს შესანიშნავი საშუალებაა გავლენა მოახდინოთ ნებისმიერზე, ვისაც შეხვდებით ქუჩაში, სასურსათო მაღაზიაში და ა.შ. არ გაქვთ შესაფერისი ტანსაცმელი?  - იყიდეთ რამდენიმე ლურჯი ლენტი საკანცელარიო მაღაზიაში, ესეც საკმარისი იქნება.

 3. გაეცანით ცნობილი აუტისტი ადამიანების ნამუშევრებს

ზოგიერთი თქვენი საყვარელი ცნობილი ადამიანი აუტიზმის სპექტრის მატარებელია. მაგალითად, სატოში ტაჯირი: „პოკემონის“ შემქმნელი და ვიდეო თამაშების დიზაინერი.

ასევე ამერიკელი მსახიობი დერილ ჰანა ყველაზე ცნობილია თავისი როლებით Steel Magnolias, Wall Street, The Little Rascals, Kill Bill და სხვა.

 4. შეიძინეთ სენსორული სათამაშოები და ხელსაწყოები

აუტისტი ბავშვებისთვის ფოკუსის შენარჩუნება შეიძლება რთული იყოს. ერთი დავალების ან ამოცანების ნაკრებისთვის ყურადღების მიქცევა არის უნარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს დროთა განმავლობაში.5. მხარი დაუჭირეთ აუტიზმთან დაკავშირებულ ბიზნესებსა და დამსაქმებლებს

არსებობს მრავალი ბიზნესი, რომელიც აქტიურად მუშაობს თავიანთ საქმიანობაში აუტისტი ინდივიდების ჩართვაზე. ბევრი აქტიურად ცდილობს დაიქირაოს ნეიროდივერსიული თანამშრომლები და შეუქმნას მეტი სამუშაო შესაძლებლობები

უნარების შესაბამისი გარემოში.

6. წაიკითხეთ წიგნები აუტიზმზე

წიგნები აუტისტური პერსონაჟებით არის მარტივი და გასართობი გზა, რათა გააცნოთ აუტიზმის თემა თქვენს შვილებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თქვენი შვილის თანატოლებს. წიგნები გვთავაზობენ მარტივ, ხელმისაწვდომ ახსნა-განმარტებებსა და ილუსტრაციებს, რომლებიც ბავშვებსა და სხვებს აუტიზმის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

7. აამაღლეთ ცნობიერება თქვენს საზოგადოებაში

იყავით აუტიზმის დამცველი და გაავრცელეთ ცნობიერება თქვენს საზოგადოებაში. აუტიზმის შესახებ მეტის გაგება, თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა, ცნობიერების ამაღლება, საქველმოქმედო და ორგანიზაციებისთვის შემოწირულობა, რომლებიც მხარს უჭერენ აუტიზმს, ან მონაწილეობა ფონდის შეგროვებაში, ეს არის მარტივი გზა ჩართვისა და ცნობიერების გავრცელებისთვის თქვენს საზოგადოებაში. დაუკავშირდით ოჯახს, მეგობრებს, თანამშრომლებსა და მეზობლებს.

8. გაავრცელეთ სიკეთე

გახადეთ სამყარო უფრო ინკლუზიურიდა გაავრცელეთ პოზიტივი. ნებისმიერი სიკეთს შეუძლია გავლენა მოახდინოს და არის ძლიერი გზა, რომ სხვებს აჩვენოთ, ზრუნვის მაგალითი. ასე ოჯახის წევრი, მეგობარი ან ადამიანი თქვენს საზოგადოებაში იგრძნობს თავს დაფასებულად. სიკეთე გადამდებია, ასე რომ  გამოიჩინეთ სიკეთე გარშემომყოფების მიმართ.

9. გაეცანით (წაიკითხეთ, უყურეთ ან მოუსმინეთ) აუტიზმის მქონე ადამიანების მიერ შექმნილ ნამუშევრებს

ეს არის აუტისტის დიაგნოზის მქონე ადამიანის გამოცდილების პირდაპირი მიმოხილვა და საშუალებას აძლევს სხვებს უკეთ გაიგონ საკუთარი რეალობა.


სტატია ნათარგმნია veqtori.ge-ს მიერ