img
ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც დიდი ჭკუით არ გამოირჩევა - იაგო ხვიჩია

„ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ქალიც დიდი ჭკუით არ გამოირჩევა და მათ არ გააჩნიათ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დანახვის უნარი, ერთი საკითხია „რუსული კანონი“ და მეორე კვოტების“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, საკითხების ერთმანეთში არევა საერთო საქმეს აზიანებს.

„ჩემს კოლეგებს სიმშვიდეს ვურჩევდი, რადგან ეს არის გამარჯვებული თამაში – ყველასთვის გასაგებია, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალ-ახალი საჩხუბარი კანონები შემოაქვს და ეს ყველაფერი ქართველ ხალხს მშვიდად უნდა ვაჩვენოთ“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რომ მისი განცხადება არის დისკრიმინაციული, ხვიჩია პასუხობს: „არც კაცს, ბატონი რომანიც ამაში გამყავს“.

„ეს არის ის, როცა ფიქრის უნარი არ გააჩნიათ. რომელ საარჩევნო სიაში მოხვდნენ, ამის გამო ფიქრის უნარი დაკარგული აქვთ და ამ ხალხში გადის ბატონი რომანიც და დანარჩენი ქალბატონებიც“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თეგები: იაგო ხვიჩია
გაზიარება

img