
29-01-2025, 20:34
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ტერეზა რიბეირო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ჟურნსლისტი მზია ამაღლობელი და ასევე ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდაა დაპატიმრებული ან დაკავებული. ამის შესახებ მან მიმართვა სოციალურქსელში გაავრცელა.
„ჟურნალისტი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული.
დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ „ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ“ 3/18 მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად“, - წერს რიბეირო.