img
შსს-მ რიყის პარკთან არსებულ შენობაში მოზარდის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიყის პარკთან არსებულ შენობაში, მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რიყის პარკთან, კერძო მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობაში ტრაგედია დატრიალდა. ადგილი, სადაც მოზარდი ჩავარდა, სავარაუდოდ, წყლით იყო სავსე.

თეგები:
გაზიარება

img