img
3 თებერვალი - ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე

იცოდით, რომ ყოველწიურად, 3 თებერვალს, ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება?!

ეს დღე მედიცინაში ქალების მიღწევების აღიარებასა და ჯანდაცვის ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ეძღვნება და გვახსენბს ექიმი ქალების მნიშვნელოვან როლს სამედიცინო სფეროს გაუმჯობესებაში.

მოკლე ისტორია

ამ დღეს თავისი ისტორია აქვს. ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე ემთხვევა ექიმ ელიზაბეტ ბლექველის დაბადების დღეს. ის 1849 წელს გახდა პირველი ქალი, რომელმაც მიიღო სამედიცინო ხარისხი ამერიკის შეერთებულ შტატებში.  ბლექველის  მიღწევამ კი გზა გაუხსნა სხვა ქალებსაც მედიცინის სფეროში წინსვლისთვის.  

მნიშვნელობა

დღეს, ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება არა მხოლოდ ბლექველის დაბადების დღისადმი საპატივცემულოდ, არამედ იმ უამრავი ქალის მიღწევების აღსანიშნავადაც, რომლებმაც მას შემდეგ მედიცინის სფეროში წვლილი შეიტანეს.

ეს დღე არის კიდევ ერთი შესაძლებლობა გავიხსენოთ ექიმ ქალთა გამძლეობა, თავდადება და მიღწევები. ექიმ ქალთა საერთაშორისო დღე  ასევე გვახსენებს სამედიცინო სფეროში გენდერული მრავალფეროვნებისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

თეგები:
გაზიარება

img